გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

23-12-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, თავს დაესხა „გალფის“ ავტოგასამართ სადგურს და ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარი გასტაცა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ო.ტ. მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - „RETAY XR"-ის მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულმა აღიარა, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს ასევე თავს დაესხა იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „იოლის“ ფილიალს, ცივი იარაღის მუქარით მაღაზიის სალაროდან 200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728