გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალური პენიტენციური სამსახური: არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

23-12-2020

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით არიან მსჯავრდებულები ინფიცირებულები და პენიტენციური სამსახური ამ ინფორმაციას მალავს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. არც ქსანში არსებულ არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში (N15 და N10 დაწესებულებები) და არც სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა (იქნება ეს მაღალი ტემპერატურა, თუ ნებისმიერი სეჭვო სიმპტომი) მოწმდება და დღემდე covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, ხოლო ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახური ამის შესახებ საზოგადოებას აცნობებს, როგორც მოიქცა ვირუსის საკარანტინო სივრცეში გამოვლენის შემთხვევაში.

პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა პატიმრების და მათი ოჯახების შეშფოთება გამოიწვიოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930