24-12-2020
თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს მჭიდროდ კოორდინირებული მუშაობის შედეგად აღმოჩენილ იქნა და ის თავს კარგად გრძნობს - ამის შესახებ თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ დაიწყო გამოძიება აღნიშნული პირის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე. დანაშაული შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც გულისხმობს სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებას, აგრეთვე სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით.
შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, სამხედრო ნაწილში დროულად გამოუცხადებლობის შემდგომ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა მყისიერად დაიწყეს ზომების გატარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით“ - აცხადებენ სამინისტროში.