24-12-2020
ახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რაც ეფექტურად მუშაობს დღეს. ეს არის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამები. ჩვენ უნდა დავსხდეთ და ამ პროგრამების ეფექტურობა თავიდან განვიხილოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
გიორგი გახარიას თქმით, არის დარგები, სადაც საჭიროა ახალი პროგრამების შემოღება, ასევე არის დარგები და მიმართულებები, სადაც პროგრამები იქნება გასაუქმებელი, რადგან აღნიშნული ფინანსური რესურსი ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლება სხვა მიმართულებით იქნას გამოყენებული.
„სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რაც ეფექტურად მუშაობს დღეს. ეს არის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამები. ჩვენ უნდა დავსხდეთ და ამ პროგრამების ეფექტურობა თავიდან განვიხილოთ. არის დარგები, სადაც ჩვენ დაგვჭირდება ახალი პროგრამების შემოღება, არის დარგები და მიმართულებები, სადაც პროგრამები უბრალოდ, იქნება გასაუქმებელი, იმიტომ, რომ ეს ხარჯი და ფინანსური რესურსი ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ სხვაგან. ესეც სერიოზული შინაარსობრივი სამუშაოა, რომელიც ერთად უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.