გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ფრიდრის ებერტის“ ფონდის დაკვეთით ჩატარებული კვლევა: საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები ყველა ეტაპზე ხასიათდება სამიზნე ჯგუფის მაღალი სიზუსტით და მიმართულია ყველაზე მოწყვლადი ფენებისკენ

24-12-2020

გერმანული „ფრიდრის ებერტის“ ფონდის დაკვეთით, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“.

კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა ზომებმა საგრძნობლად შეარბილა და შეამსუბუქა კრიზისის დარტყმა.

აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები ყველა ეტაპზე ხასიათდება სამიზნე ჯგუფის მაღალი სიზუსტით და მიმართულია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისკენ.

კვლევის მიხედვით, განხორციელებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა არსებითად შეაფერხა შემოსავლების შემცირება და სიღარიბის ზრდა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ზომების გარეშე, უმუშევრობის დონე შესაძლებელია 20%-ით გაზრდილიყო, შემოსავლები საშუალოდ 8.7%-ით დაწეულიყო, ხოლო სიღარიბის დონე 4.4%-ით გაზრდილიყო, რაც სოციალური ფონის მკვეთრ გაუარესებას მოასწავებდა. მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების მეშვეობით სიღარიბის დონე 2020 წელს შესაძლოა რამდენადმე შემცირდეს, რაც კარგ შედეგად ითვლება და მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამების მიზნობრიობის მაღალ სიზუსტეზე მეტყველებს.

კვლევაში აღნიშნ ულია, რომ სიმულაციურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები, საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე გადაანგარიშებით, 2020 წელს შეიძლება 8.7 პროცენტით შემცირებულიყო. მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენით, შემოსავლების ვარდნის ტემპი დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით მოიკლებს.


ამასთან, კვლევის თანხმად, მთავრობამ შედარებით მოკლევადიან ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან ერთად წარადგინა კრიზისიდან გამოსვლის უფრო გრძელვადიანი ღონისძიებების პაკეტი, რომელთაც კრიზისის გაგრძელების, კერძოდ, მისი ახალი ტალღის პირობებში, შესაძლოა მოჰყვეს როგორც ანტიკრიზისული, ისე პოსტკრიზისული ეფექტები. აღნიშნული პაკეტის წარდგენამ შრომის ბაზარზე პოზიტიური მოლოდინი შექმნა, რამაც პირველ ეტაპზე უმუშევრობის მაჩვენებლის მკვეთრი მატების პრევენციას შეუწყო ხელი.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მთავრობის მიერ გამოცხადებული გრძელვადიანი ღონისძიებების დროულად და მიზანმიმართულად განხორციელებას, რაც, ერთი მხრივ, კრიზისის ახალი ტალღის დარტყმას შეამსუბუქებს, ხოლო, მეორე მხრივ, შექმნის ნიადაგს პოსტკრიზისული ეკონომიკური დინამიკისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930