გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან

24-12-2020

სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ყველაზე სწორი და სწრაფი გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და რაც მთავარია ნდობის აღდგენის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

„საქართველოს მთავრობის მიდგომა იქნება უფრო სტრუქტურირებული, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთიანი, გააზრებული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, პოლიტიკა, რომელშიც იქნება ჩართული ყველა ის უწყება, რომელსაც აქვს პირდაპირი ურთიერთობა და კავშირი ამ პრობლემის მოგვარებასთან - ეს უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგების სამინისტრო, შესაბამისი სპეციალური სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ. ეს უნდა იყოს სტრუქტურირებული, კონსოლიდირებული პოლიტიკა საქართველოს მიდგომის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ამ პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930