გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროს გამოეყოფა

24-12-2020

კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროს გამოეყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები თებერვალში დასრულდება.

„კულტურის სფეროს ცალკე გამოყოფის შესახებ ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შემიძლია ღიად გითხრათ. კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროს გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ ეს თებერვლის თვეს არ გადასცდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728