გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: კულტურის სფეროს ინტეგრირება საერთო ევროპულ ოჯახთან უაღრესად მნიშვნელოვანია

24-12-2020

კულტურა და სპორტი არის ჩვენი ყოველდღიური სოციალური, კულტურული ცხოვრების ისეთი მიმართულებები, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

კითხვაზე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რა როლი ენიჭება კულტურას, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი როლი ენიჭება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, თანამედროვე საქართველოში, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული მიღწევები, თუმცა ყველამ უნდა ვაღიაროთ და ღიად გამოვუტყდეთ ერთმანეთს, რომ კულტურა და სპორტი არის ჩვენი ყოველდღიური სოციალური, კულტურული ცხოვრების ისეთი მიმართულებები, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. საბედნიეროდ, დღეს, საქართველოს, ხშირ შემთხვევაში, იცნობენ, როგორც კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლების მიღწევებით. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყველას კარგად გვესმის, რომ კულტურის სფეროს ინტეგრირება საერთო ევროპულ ოჯახთან არის უაღრესად მნიშვნელოვანი. აქ, ბევრი კითხვები იყო შემდგომაც, როგორ შეიძლება კულტურის ეკონომიკური ფაქტორის შექმნა, მისი ეკონომიკური შემადგენლის გაჩენა. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, როგორ მოხდება ინტეგრირება. მოგეხსენებათ, რომ დასავლურ სამყაროში ეს უკვე დიდი ხანია მოხდა და ჩვენც კარგად გვესმის, რომ საქართველო არ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელიც შეძლებს იმ კულტურული მემკვიდრეობის და მიმდინარე კულტურული საგანძურის მთელი ცხოვრება შენახვას. ჩვენ, აუცილებლად გვჭირდება კულტურის კომერციალიზაცია. არ ვიტყვი, რომ ეს არის კულტურის გადარჩენის ერთადერთი გზა და საშუალება, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930