გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: შესაქმნელია პლატფორმები, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს და მკვლევარებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო აქტუალურად იყვნენ ჩართული ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემის გადაწყვეტაში

24-12-2020

შესაქმნელია პლატფორმები იმისთვის, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს და მკვლევარებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო აქტუალურად იყვნენ ჩართული ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემის გადაწყვეტაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, არის ერთი გამოწვევა - სამეცნიერო-კვლევითი კორპუსის უფრო გაახალგაზრდავება უნდა მოხდეს.

„იქ, სადაც ჩვენ კომპეტენცია და ცოდნა არ გვყოფნის, ამ ცოდნის მოძიება, პოვნა და გაზიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არ მოგვრიდებია არასოდეს. სწორედ ასე ვიქცეოდით პანდემიის პირობებშიც, ასე ვიქცევით ხშირად ეკონომიკური გამოწვევებისა და სხვა პირობებშიც. თუ აქ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობაა, ვეცდებით გამოვასწოროთ. ხშირ შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობის საკითხი. სხვა არაფერი. უბრალოდ, შეიძლება, რომ სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს ჰქონდეთ ერთი პოზიცია და პრაქტიკულ მენეჯმენტში ეს შეიძლება ცოტა სხვანაირად ჩანდეს და აქ შეიძლება იყოს დისკუსია. არის ერთი გამოწვევა, რომ სამეცნიერო-კვლევითი კორპუსის უფრო გაახალგაზრდავება უნდა მოხდეს. შესაქმნელია პლატფორმები იმისთვის, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს და მკვლევარებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო აქტუალურად იყვნენ ჩართული ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემის გადაწყვეტაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728