24-12-2020
85 ხმით პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით საქართველოს მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ერთი ახალი მინისტრია.
იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე დაინიშნა.
საკანონმდებლო ორგანომ ასევე ნდობა გამოუცხადა 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“.