გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ უნდა შვასრულოთ ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა -ევროპის სახელმწფოთა თანამეგობრობაში ღირსეულად გაწევრიანება

24-12-2020

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა:

„ახალი სამთავრობო პროგრამა სათაურშივე უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს და საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობის ისტორიულ არჩევანს. ქვეყნის წინსვლა და განვითარება მრავალ სხვა სირთულესთან ერთად მოითხოვს ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას, რომელმაც მთელი მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. ამ კუთხით მისასალმებელია საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლისა და ჩვენი მოქალაქეების დახმარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

სქართველო აღმოსავლეთ ევროპაში აღიარებულია როგორც ლიდერი რეფორმატორი, მოწონთ ეს ჩვენს ოპონენტებს თუ არა. მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ინსტიტუტებზე - პრეზიდენტზე, ჯარზე, პოლიციაზე, სასამართლოზე, ცესკო-ზე და ახლა უკვე პარლამენტზე აზიანებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად ევროატლანტიკურ ღირებულებებს. რეგიონის ქვეყნებისთვის საქართველო წარმოადგენს დემოკრატიული განვითარებს მაგალითს. ჩვენი ოპონენტების დესტრუქციული ქმედება კი რეგიონში მხოლოდ ანტიდემოკრატიული ძალების ინტერესებს ემსახურება, ხელოვნური კრიზისების შექმნით, დემოკრატიულ სისტემასთან ბრძოლით აფერხებს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგების პროცესს, რადგან ისმის ლეგიტიმური კითხვა, როგორ შეიძლება ვესაუბროთ აფხაზებს და ოსებს თანაცხოვრებაზე, როცა თვითონ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვახერხებთ საუბარს უცხოელი მედიატორების გარეშე, ამიტომ ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა ადგილობრივი შანტაჟი კი არ არის, არამედ ზოგადეროვნული, დემოკრატიული პრინციპებისა და ევროატლანიკური ერთიანობის ღალატი.

საქართველოს მთავრობამ ახალ პროგრამაში წარმოადგინა თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური კურს, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების დინამიურ დღის წესრიგს ითვალისწინებს. ბოლო წლების განმავლობაში საგარეო კავშირების განვითარების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ბევრი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა რჩება. მნიშვნელოვანია, ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა გეგმაზომიერი პოლიტიკით ხელი შევუწყოთ უსაფრთხოების მყარი გარემოს შექმნას ჩვენი რეგიონისთვის და გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები.

საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის განმტკიცებაა. ოკუპაცია ჩვენი ისტორიული გამოწვევაა და უამრავ სირთულეებს წარმოშობს, ამიტომ აუცილებელია ვიყოთ თანიმდევრულები, მივდიოთ ეროვნულ ინტერესებზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ურყევ საგარეო პოლიტიკურ კურსს; მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. აუცილებელია პროაქტიული და კონსტრუქციული მონაწილეობა, ჩართულ მხარეებთან კიდევ უფრო მეტად ინტენსიური ურთიერთობა, რათა ამ პლატფორმას მიეცეს ახალი, რეალური მუხტი და რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდეს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენი ამბიციური საპროგრამო მიზანია 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის მომზადება.

ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურად გამყარებული საგარეო პოლიტიკური ამოცანაა. ჩვენ უნდა გავაგრძლოთ ასოცირების შეთანხმების და დღის წესრიგის დროული და ქმედითი ამოცანების განხორციელება, დავაჩქაროთ რეფორმები ცალკეული მიმართულებებით, რაც გამოიწვევს ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას. საჭიროა ტრადიციულად მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გამყარება პოლიტიკური უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური, საგანმანათლებლო მიმართულებებით, აგრეთვე თანამშრომლობის ახალი სფეროების მოძიება.

ტრანსატლანტიკური ერთობა მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების ქვაკუთხედია და საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უალტერნატივო სივრცეა. გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს და არსებულ მექანიზმს ნატოსთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ აუციულებელია წევრობისათვის სტრატეგიული მზადყოფნის უზუინველსაყოფად, ვემხრობით საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობის მუდმივი განვითარება მოხდეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. აშშ-ის როლის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის გეოსტრატეგიულ არელაში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ეროვნული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით და სხვა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, ინვესტიციების მოზიდვა და ხალხთაშორისი კავშირები. აშშ-თან და ევროპის ქვეყნებთან ერთად აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს შორეული და ახლოაღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საგარეო ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ სამეზობლოში განვიათარებული მოვლენები და ძალთა ბალანსის ახალი სურათი სამხრეთ კავკასიაში. საქართველომ უნდა გაატაროს ქმედითი და დაბალანსებული სამეზობლო პოლიტიკა, რათა ხელი შევუწყოთ შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევას. აუცილებელია წინასწარ მოვემზადოთ იმ საგერო პოლიტიკური გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც შესაძლოა არსებულმა ვითარებამ დაგვაყენოს. საქართველომ განსაკუთრებით ყურადღრება უნდა დაუთმოს თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებს და გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ფორმატი, რათა უზრუნველვყოთ საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის განვითრების პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

მთავრობის ახალ პროგრამას, ასევე ჩვენ მიერ შემუშავებულ საგერეო პოლიტიკის რეზოლუცას ცალკე აღებული ვერცერთი სტრუქტურა ვერ შეასრულებს, ამისთვის აუცილებელია თანამშრომლობა და ხედვების გაზიარება.

მეათე მოწვევის პარლამენტი სრულად აამოქმედებს კონსტიტუციის ახალი რედაქციით და ახალი რეგლამენტით მინიჭებულ ბერკეტებს, სრულფასოვნად აამოქმედებს საზედამხედველო ფუნქციას და გამოიყენებს საპარლამენტო დიპლომატიის ყველა შესაბამის პლატფორმას, რათა შესრულდეს ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა -ევროპის სახელმწფოთა თანამეგობრობაში ღირსეულად გაწევრიანება“ - განაცხადა სამხარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930