გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჩასატარებელია საგადასახადო შეღავათების და შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის აუდიტი და ეს სწრაფად არის გასაკეთებელი

24-12-2020

კითხვაზე, არის თუ არა იდენტიფიცირებული საგადასახადო ცვლილებების სფეროები, გპასუხობთ, რომ პროცესში ვართ, - მაგალითად, ეს ეხება საგადასახადო შეთანხმებებს, საგადასახადო დავების სისტემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალექსანდრე დალაქიშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრ შემთხვევაში არის დღგ-ს შეღავათები, რომელიც გაურკვეველია, რატომ კეთდება.

„ხშირ შემთხვევაში, იქ, სადაც ადგილობრივი წარმოების რაღაც ელემენტარული ჩანასახები გვაქვს, შეღავათებით ვასტიმულირებთ იმპორტს. ჩასატარებელია საგადასახადო შეღავათების და შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის აუდიტი და ეს სწრაფად არის გასაკეთებელი, რადგან ფისკალური კონსოლიდირება ქვეყანაში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საგადასახადო შეთანხმება არის რაღაც ანაქრონიზმი, გადმონაშთი. ჩვენ გვგონია, რომ კონკრეტულ ბიზნესს ხელს ვუწყობთ, რომ კონკრეტული პრობლემებიდან გამოვიდეს და სინამდვილეში ძალიან ცუდ პრაქტიკას ვაჩვევთ. საგადასახადო შეთანხმებით ინდულგენციის მსგავსი რამ შევქმენით, რომელიც, როგორც ვიცი, მსოფლიოში ასეთი სახით არსად არსებობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930