გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია სპორტის დამოუკიდებელი დეპარტამენტის შექმნაზე: ფედერაციებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტონომია და თუ დეპარტამენტი საკმარისი იქნება, ეს არის იდეალური ვარიანტი, განვიხილავთ

24-12-2020

ფედერაციებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტონომია თავიანთი სფეროს რეგულირების და ამ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტი საკმარისი იქნება, ეს არის იდეალური ვარიანტი, იმიტომ, რომ ჩვენ, ყველა შემთხვევაში, მიზნების მისაღწევად, მცირე მთავრობის პრინციპი, სწრაფი, ეფექტური მთავრობის უნდა შევინარჩუნოთ,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

გიორგი გახარიას თქმით, შესაძლებელია, რომ სპორტის დამოუკიდებელი დეპარტამენტის შექმნის საკითხის განხილვა მოხდეს.

„რეალურად, ჩემთვის ეს სიურპრიზია. ეს საკითხი განხილვაში არ ყოფილა, რომ ასეთი ორგანიზაციული ფორმა მოგვეძებნა. განვიხილავთ, დრო გვაქვს, პრობლემა არ არის, უბრალოდ, შინაარსობრივად, კულტურა და სპორტი ცოტა სხვადასხვაა. მე მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. სამწუხაროდ, რამდენიმე ფედერაციასთან, არჩევნების კონტექსტში, მომიწია ცოტა ახლოს მუშაობა და ყველა ეს ფედერაცია, საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტონომიით სარგებლობს, მაღალი ხარისხის ავტონომიის შეგრძნებაც აქვთ და შესაბამისად, თქვენ აბსოლუტურად სწორად თქვით, რომ სახელმწიფო პირდაპირ ამ ფედერაციებს აფინანსებს, ფედერაციებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტონომია თავიანთი სფეროს რეგულირების და ამ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტი საკმარისი იქნება, ეს არის იდეალური ვარიანტი, იმიტომ, რომ ჩვენ, ყველა შემთხვევაში, მიზნების მისაღწევად, მცირე მთავრობის პრინციპი, სწრაფი, ეფექტური მთავრობის უნდა შევინარჩუნოთ. ეს თუ მისაღებია, დავსხდებით განათლების სამინისტროსთან. თქვენ სწორი ხართ იმაშიც, რომ განათლების სამინისტრო უფრო სწორი ადგილია ამისთვის. მასობრივ სპორტზე ვსაუბრობთ ხომ, ამოცანა ნომერი ერთი არის მასობრივი სპორტი, მაღალი მაჩვენებლების სპორტი, ეს უფრო ფედერაციების საკითხია, იქ, ავტონომიურად იმართებიან, ავტონომიური დაფინანსება, თავისუფლების მაღალი ხარისხი აქვთ, მაგრამ ქვეყნისთვის სპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მასობრივი სპორტი. მასობრივი სპორტი პირდაპირ არის მიბმული სკოლასთან და განათლებასთან. სწორი ადგილია და მე ვფიქრობ, რომ აქ, ჩვენ, დისკუსიაში, რაღაც გამოსავალიც მოულოდნელად ვიპოვეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930