გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს

25-12-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა აღსაყდრების 43-ე წელიწადს.

ჩვენი პატრიარქის სიბრძნით, მოთმინებით და მიზანმიმართულობით საქართველოს ეკლესიამ შეძლო არა მარტო გაეძლო ნებისმიერი გამოწვევისთვის, არამედ ყოფილიყო ნუგეშინისმცემელი დედა ეკლესიის მილიონობით წევრისათვის და საყოველთაო გაუცხოების პერიოდში უშიშრად ექადაგა სიყვარულისა და ტოლერანტული ფასეულობების შესახებ.

სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი აღტაცების და მიბაძვის მაგალითია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

მისი უწმინდესობის ტიტულატურაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სიმბოლიზმია და მჯერა, რომ მისი ლოცვა დიდი შეწევნა იქნება საქართველოს გამთლიანების და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში.

თქვენო უწმინდესობავ, მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!!!,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728