გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რა შემთხვევაში შეეძლებათ უცხოელებს საქართველოში მიწის ყიდვა?

23-04-2018

საქართველოს პარლამენტში „მიწის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება 30 აპრილს იგეგმება. 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ოთარ აცახდებს, რომ მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე იკრძალება, თუმცა ხელმისაწვდომია იჯარა; სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში კი, დისკრეცია მთავრობას რჩება. დანელიას ინფორმაციით, მიწაზე დაწესებული მორატორიუმის დროს გარკვეული პრობლემები გაჩნდა და 200 მილიონამდე სესხის შეფერხდა.
"მორატორიუმის პირობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორთან მიმართებაში და ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეს პრაქტიკა, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი რისკი, რომელიც შეიძლება ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე აისახოს. მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ 200 მილიონ ლარამდე არის პრობლემატური სესხები, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ მორატორიუმის გამო შეფერხდა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ცვლილება შევიდეს მორატორიუმში თუ ამის აუცილებლობას დავინახავთ და ბუნებრივია, გათვალისწინებულ იქნას ეს გარემოებები, რათა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფინანსური რესურსი. აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს ფიზიკურ პირ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების აკრძალვას, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებზე არანაირი შეზღუდვა არ არის. ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამომავლოდ, რეატროაქტიულად ანუ უკანა ქმედებით ვალდებულება დაეკისროთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მიწას და შესაბამის სანქციებზეც გვექნება საუბარი'', - განაცხადა დანელიამ.
დეპუტატი კანონპროექტის განხილვების პროცესში დოკუმენტში ცვლილებებს არ გამორიცხავს.
„ეს ჩვენი შეთავაზებული ვარიანტია, თუმცა ბუნებრივია, განხილვების დროს გარკვეული შენიშვნები და წინადადებები შემოვა. მიმდინარე თვის ბოლომდე დოკუმენტი შესაბამის უწყებებთან გვაქვს გადაგზავნილი, რათა უკუკავშირი მივიღოთ და შემდეგ უკვე ინიცირებას მოვახდენთ. ასე რომ, საშინაო დავალება შესრულებულია“, – განმარტავს დანელია.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გელა სამხარაული მხარს უჭერს უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვას, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ მხრივ კანონში უნდა იყოს გამონაკლისი.
"მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული და ათვუსებული. მე მხარს ვუჭერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვას, მაგრამ ვფიქრობ, რომ კანონში უნდა იყოს გარკვეული გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც ოცხოელს შეეძლება მიწის ყიდვა. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამონაკლისი ვინმემე ცუდად არ გამოიყენოს. თუ ოცხოელი მიწაზე ისეთ პროექტს განახორციელებს, რომელიც გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება დავუშვათ გამონაკლისი. ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი მოსახლეობა, თვითმმართველობა, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები", - აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გელა სამხარაული. 
„ქართული ოცნებიდან“ სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი მიიჩნევს, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა უნდა აიკრძალოს, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში მთავრობას უნდა ჰქონდეს მიწის პრივატიზების უფლება. ირაკლი შიოლაშვილი ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირს მიწის შესყიდვა უნდა შეეძლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის განახორციელებს ინვესტიციას. 
„უცხოელებზე მიწის მიყიდვა არ უნდა იყოსხელმისაწვდომი. მთავრობას უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური უფლება განსაკუთრებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწა მიჰყიდოს. იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი იყიდის მიწას, ის ვალდებულია მიმდებარე ტერიტორაზე განავითაროს ის სასოფლო სამეურნეო მიმართულება, რაც კონკრეტულ სივრცეს უკავშირდება. ეს პრაქტიკა არსებობს ძალიან ბევრ, მათ შორის დასავლურ ქვეყნებში, სადაც აკრძალულია უცხოელებზე მიწის გაყიდვა. უცხოელებზე მიწა არ უნდა გასხვისდეს“, - განუცხადა knews.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა. 
მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში მიწაზე საკუთრება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და სხვადასხვა ნორმატიული აქტით რეგულირდება. მაგალითად, ირლანდიასა და ჩეხეთში იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა. 
ამ საკითხისადმი მსგავსი დამოკიდებულებაა ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და ჩვენს მეზობელ თურქეთშიც. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის ყიდვა ეკრძალებათ ამერიკის მთელ რიგ შტატებში, კანადის რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროვინციაში და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ირიბი მექანიზმებითაცაა გარანტირებული.
ევროკავშირში, მართალია, მიწაზე საკუთრების უფლებების მოპოვების მხრივ, ბევრი სახელმწიფოს მოქალაქეები გათანაბრებულები არიან, მაგრამ მათთვისაც დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკურად თითქმის შეუძლებელს ხდის მესამე ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიწის შეძენას. ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიწის ყიდვა შეუძლია მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ მოთხოვნებს, კერძოდ, სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, შრომით გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და ა. შ. ბულგარეთში, ლიტვაში, ინდოეთსა და ჩინეთში კი უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ტყეების მიყიდვა აკრძალულია.

knews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930