გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კოვზანაძე: მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის კურსის ვარდნა პრაქტიკულად მოსახლეობის და ბიზნესისათვის ,,გადასახადის გაზრდაა“

26-12-2020

„ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ქირურგივით, რომლის ლანცეტმაც უნდა მოაშოროს პრობლემა და თან არ უნდა დააზიანოს ჯანსაღი ნაწილი. ეს ადვილი არაა თანამედროვე ძნელად პროგნოზირებად გარემოში, თუმცა არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც კია“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მისი თქმით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ და პარლამენტმა მთელი რიგი რეფორმები განახორციელა ეკონომიკის მიმართულებით. „ამით ჩვენ შევქმენით საფუძველი გრძელვადიანი ფისკალური, მონეტარული, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. რომ არა ეს რეფორმები დღეს საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

„თუმცა ჩვენს სინამდვილეში, საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით (მხედველობაში მაქვს მაღალი დოლარიზაცია და იმპორტდამოკიდებულობა) ლარის კურსის ვარდნა პრაქტიკულად მოსახლეობის და ბიზნესისათვის ,,გადასახადის გაზრდაა“, ანუ იგივე ეფექტის მატარებელია. აი აქ უნდა მოხდეს ძალიან ზუსტი, ფაქიზი და რაც მთავარია თავისდროული მოქმედებები ეროვნული ბანკის მხრიდან“ -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930