გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა

26-12-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერსა და ქალაქ წყალტუბოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.

ფოცხოეწერსა და წყალტუბოში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, რომელმაც დევნილ ბავშვებს პირადად მიულოცა დამდეგი-შობა-ახალი წელი დასაჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ალექსანდრე ბაბუნაშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურიადა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

აქცია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930