ამის შესახებ დეპუტატმა „ფაისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა.
„გახსოვთ, რომ 2016 წლის დეკემბერში მანქანა მომპარეს? ის იპოვეს! საქართველოში. უკრაინაში ავტომობილის დაბრუნების რთული გზა გამოვიარეთ“,-დაწერა უკრაინელმა დეპუტატმა.
ოქსანა პროდანი უკრაინელ და ქართველ სამართალდამცველებს მადლობას უხდის.
„მადლობა ჩვენს ზოგიერთ სამართალდამცველს, რომლებიც მანქანის დაბრუნებაში დამეხმარნენ. ყველა ეტაპზე, ყველა რანგის ქართველის მადლიერი ვარ, რადგან არა მარტო იპოვეს და შეინახეს ავტომობილი, არამედ მის დაბრუნებაში მაქსიმალურად მეხმარებოდნენ“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.