გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კაკაურიძე: პანდემიის შემდეგ დაგვჭირდება საკმაოდ მკაცრი გეგმა, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ იმ მაჩვენებელზე, რომელიც ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის ურისკო იქნება

28-12-2020

როგორც კი პანდემიის პერიოდი გადაივლის, ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ მკაცრი გეგმა იმისათვის, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ იმ მაჩვენებელზე, რომელიც ურისკო იქნება ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

მისი განცხადებით, მთავრობის ვალის ნაწილში ქვეყანა თითქმის მიუახლოვდა 60 პროცენტიან ზღვარს და მომდევნო წელს შეადგენს 60.1 პროცენტს.

„მიუხედევად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მოხდა ვალის ზრდა და ეს იყო უფრო დიდი მოცულობის, ვიდრე თუნდაც 2008 -2009 წლების კრიზისის პერიოდში, ჩვენთვის ეს მაჩვენებელი მაინც არ არის სასურველი. ჩვენი ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ვალი შევამციროთ. ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია ოთხწლიანი გეგმა, სადაც ასახულია როგორც დეფიციტის, ისე ვალის შემცირების მაჩვენებელიც. კანონის მოთხოვნით და ვალი 57 პროცენტამდე, ანუ 60 პროცენტიანი ზღვარის დაბლა ჩამოდის, თუმცა ეს მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ უნდა შევამციროთ ვალის მაჩვენებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ამ დონეზე ვალის ყოფნა, რა თქმა უნდა, მომავალში რისკებს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930