გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში კვლევის ახალი მეთოდები დაინერგა

29-12-2020

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორის ცხოველთ დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტსა და სურსათის კვლევის დეპარტამენტში კვლევის ახალი მეთოდები დაინერგა.

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში უკვე შესაძლებელია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღრუბლისებურ ენცეფალოპატიაზე შემოწმება.

სურსათის კვლევის დეპარტამენტში კი, დაინერგა შემდეგი კვლევები:

• აფლატოქსინი M1- ის განსაზღვრა რძეში;

• მაკროლიდებისა და თიამულინის განსაზღვრა თაფლში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ხარისხიანი და უვნებელი სახით მიეწოდოს ისეთი ხშირად მოხმარებადი პროდუქტები, როგორიცაა რძე და თაფლი.

ლაბორატორიაში დანერგილმა ელისა (ELISA-AG), მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის (HPLC), სითხური ქრომატოგრაფიის მასსპექტრომეტრიისა (LC/MS/MS) და ვალიდირებულმა R-056-2020-G მეთოდებმა წარმატებით გაიარა ეროვნული აკრედიტაცია და შევიდა 2020 წლის ლაბორატორიის კვლევათა ნუსხაში.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები საერთაშორისოდ აკრედიტებულია და მიმდინარეობს, უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიის გამოყენებით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, დღეს არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაციის დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs

საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/RegionalLaboratories

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930