გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2021 წელს პენსიებისა და კომპენსაციებისთვის 2 მილიარდ 600 მილიონი ლარია გათვალისწინებული

29-12-2020

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მომდევნო წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 5 მილიარდ 563 მილიონი ლარი, საიდანაც 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და კომპენსაციებისთვის.

„ამ თანხაში მოიაზრება როგორც მიმდინარე წელს გაზრდილი პენსიის დაფინანსება, ასევე ინდექსაციის შესაბამისად, პენსიების ზრდა მომდევნო წლის იანვრიდან. კერძოდ, 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკისთვის კი - 25 ლარით,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მიიმართება 930 მილიონ ლარამდე, პანდემიასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გათვალისწინებულია 710 მილიონ ლარამდე, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 800 მილიონ ლარს.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროგრამაზე დამატებითი რესურსების გამოყოფით, შესაძლებელი გახდა მომსახურების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან შემცირებულიყო 2 თვემდე, რაც პანდემიის პირობებში, კლინიკებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოჩნდა,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხზე და აღნიშნა, რომ დევნილთა სახლების მშენებლობა/შესყიდვაზე გათვალისწინებულია 65 მილიონი ლარი. ამავე მიმართულებით, 30 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728