გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დენის ტარიფის ზრდას პრაქტიკულად ვერ იგრძნობს

29-12-2020

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ სემეკის კომპეტენციაში, მაგრამ რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ კიდეც, არის ის, რომ დავიცვათ მოსახლეობა ტარიფის ზრდისგან. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიც არ უნდა იყოს ეს ფასნამატი და ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის, ჩვენ ამ 12 თვის, ყველაზე რთული პოსტკრიზისული წლის განმავლობაში, სრულად დავასუბსიდირებთ ტარიფის ნაზარდს ჩვენი მომხმარებლების უდიდესი უმრავლესობისთვის - მათთვის ვინც, მოიხმარს 300 კლვტ ელექტროენერგიას თვეში და ასეთია ჩვენი ოჯახების 95 პროცენტი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3 წლის წინ დამტკიცდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის გადამცემ ხაზებში, რაც, საბოლოო ჯამში, ტარიფში აისახება.

„2020 წელს პანდემიამ უდიდესი კრიზისი გამოიწვია, რამაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ბევრი ბიზნესი და მათ შორის ენერგეტიკის სექტორი, რომელიც არის ყველა სხვა ბიზნესის ხერხემალი. შემცირდა ეკონომიკა, შემცირდა მოხმარება, შეუმცირდათ ენერგოკომპანიებს შემოსავლები და ამან შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება, თუ არ მოხდება ტარიფის შესაბამისი კორექტირება, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა,“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ტარიფის ზრდას, პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930