გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც თქვენ პოლიტიკურ კრიზისს ეძახით; ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ - როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეპიდემიას და ეკონომიკურ კრიზისს

29-12-2020

მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც ახლა თქვენ პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, მეტსაც გეტყვით, არავის ემახსოვრება კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა უარი შესვლაზე. ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ - როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეპიდემიას და როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს შეეხებოდა.

მისივე თქმით, პრიორიტეტების ნუსხაში ეს ორი საკითხი დგას პირველ რიგებში და შემდეგ მოდის სხვა ყველაფერი.

„ასე გეტყვით, გულწრფელად აბსოლუტურად. მერწმუნეთ, ადამიანურად, მართლა ვთვლი, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ეს არის ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის ძალზედ მოკლევადიანი და მიმდინარე და ვერც დავარქმევ ამას კრიზისს. პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც ახლა თქვენ პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, მეტსაც გეტყვით, არავის ემახსოვრება კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა უარი შესვლაზე. ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ - როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეპიდემიას და როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს. დღეის მდგომარეობით, პრიორიტეტების ნუსხაში, რა თქმა უნდა, ეს ორი საკითხი დგას პირველ რიგებში და სხვა ყველაფერი შემდეგ,“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930