გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ოპოზიციაზე: შევიდნენ პარლამენტში დროზე და მოქალაქეებმა რა მოვალეობა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც დააკისრეს, ის პასუხისმგებლობა აიღონ და შეასრულონ

29-12-2020

შეთავაზება მექნებოდა ერთი, პირადად ჩემგან - დროზე შევიდნენ პარლამენტში, შევიდნენ პარლამენტში დროზე და ჩვენმა მოქალაქეებმა რა მოვალეობა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც დააკისრეს, ის პასუხისმგებლობა აიღონ და შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები შესაბამის შეფასებას მისცემენ შემდგომ არჩევნებზე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას - თუ აქვს მთავრობის მეთაურს რაიმე შეთავაზება ოპოზიციასთან.

კითხვაზე მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები გირჩის დანაყოფ წევრებთან და ალეკო ელისაშვილთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ თავად არავისთან მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს და არანაირი მოლაპარაკების შესახებ არ იცის.

„მე არავისთან მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობ და არანაირი მოლაპარაკების შესახებ არ ვიცი. მეორე - რა შეთავაზება მექნებოდა ოპოზიციასთან და თქვენ ჩამოთვალეთ. შეთავაზება მექნებოდა ერთი, პირადად ჩემგან - დროზე შევიდნენ პარლამენტში, შევიდნენ პარლამენტში დროზე და ჩვენმა მოქალაქეებმა რა მოვალეობა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც დააკისრეს, ის პასუხისმგებლობა აიღონ და შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები შესაბამის შეფასებას მისცემენ შემდგომ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანაირი ირონიის გარეშე. და თავიდან თქვენ დაიწყეთ რომ ყველას დაავიწყდებაო, მე არ მითქვამს, რომ ყველას დაავიწყდება რა იყო აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენ არ დაგავიწყდებათ, კიდევ ბევრ ადამიანს არ დაავიწყდება, მათთვის ქვეყნის პრიორიტეტების სიაში რა თქმა უნდა ყოველთვის პირველ ადგილზე შეიძლება იყოს ეს, ჩემთვის პირველ ადგილზე იქნება ჩემი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სამუშაო ადგილები,“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930