გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ”ჰეროინის” შემცველი 1 კილო ნარკოტიკი ამოიღო

29-12-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ა.ს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი ერთი კილო ნარკოტიკი ამოიღო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728