გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კოვზანაძე ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აკრიტიკებს

29-12-2020

„ჩემს შეშფოთებას იწვევს ის, რომ მომავალ წელს გვექნება მთავრობის ვალის და დეფიციტის მაღალი ზრდა. მათი შემცირების მიმართულებით მკვეთრი მოძრაობა 2021 წელსვე უნდა დავიწყოთ. სხვა შემთხვევაში არ გამოვრიცხავ რომ 2021 წელს თუ არა 2022 წელს ქვეყნის რეიტინგი შეგვიმცირონ და კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დავდგეთ.“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

მისი თქმით, არსებულ რთულ ვითარებაში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო გლობალურად და ინსტიტუციონალურად.

„ ჩემის აზრით ახლავე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად ცალკეული დარგების, სექტორების, მიმართულებების არსებული საგადასახადო შეღავათების მიზნობრივი სუბსიდიებით ჩაცვლებაზე, ეს სამართლიანი იქნება კონკურენტული გარემოსთვის, ჩრდილოვან ეკონომიკასაც შეამცირებს და ქვეყანასაც მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ეფექტი ექნება, უნდა ვიფიქროთ ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით, უნდა ვიფიქროთ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით და ა.შ. თუმცა ხანგრძლივი ფიქრის ფუფუნებაც არ გვაქვს“-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე წარმოდგენილი დასკვნების გამო გააკრიტიკა „ორივე ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხით სარგებლობს და ჰყავს მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელები. სწორედ ამიტომ მინდა ვთხოვო: მათი დასკვნები ფორმალური რომ არ იყოს, საჭიროა ყურადღება გაამახვილონ არა ვიწრო მათი პასუხისმგებლობის არეალზე, არამედ ორიენტირებულნი იყვნენ იმ რისკების იდენტიფიკაციაზე რაც ჩანს და ასევე სამომავლო აქცენტის გაკეთებაზე“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930