30-12-2020
„თუ ოპოზიცია რასაც ამბობს, რომ პლებისციტი ჩატარდეს, იქნება თუ არა ახალი არჩევნები ერთ წელიწადში, ეს ნიშნავს, რომ ეს ერთი წელი ჩვენი საზოგადოება უნდა დაელოდოს იმას, რაზეც გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პლებისციტზე უფრო მკაფიო არის არჩევნები, არჩევნებში მოვიდა ორი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, ჩვენ გვაქვს შედეგები სახეზე და ამ შედეგების მიხედვით, 9 პოლიტიკური პარტია არის პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ აშენებს სახელმწიფოს, სადაც დემოკრატიული პრინციპები, კანონის უზენაესობა არის მთავარი.
„თქვენ გინდათ, ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც რომელიმე არჩევნებზე, თუ ოპოზიციას არ მოსწონს შედეგები და თუ ოპოზიციას არ სურს, რომ იყოს ოპოზიცია, ამისთვის ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და კიდევ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა უნდა იყოს გაურკვევლობაში, იქნება თუ არა ახალი არჩევნები, ინვესტორები კიდევ წელი უნდა დაელოდონ სტაბილური მმართველობის მომენტს, ბიზნესმენები უნდა დაელოდონ, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღონ და ქვეყანაში უნდა იყოს კიდევ ერთი წელი გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, ჩატარდება თუ არა ახალი არჩევნები. თუ ოპოზიცია რასაც ამბობს, რომ პლებისციტი ჩატარდეს იქნება თუ არა ახალი არჩევნები ერთ წელიწადში, ეს ნიშნავს, რომ ეს ერთი წელი ჩვენი საზოგადოება უნდა დაელოდოს იმას, რაზეც გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პლებისციტზე უფრო მკაფიო არის არჩევნები, არჩევნებში მოვიდა ორი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, ჩვენ გვაქვს შედეგები სახეზე და ამ შედეგების მიხედვით, 9 პოლიტიკური პარტია არის პარლამენტში. ერთი ნიუანსია მანდ: ოპოზიციის მოთხოვნებს სჭირდება საფუძველი. სახელმწიფო, რომელიც უსაფუძვლოდ ატარებს ახალ არჩევნებს, ჩემი აზრით, არ შეიძლება იყოს სტაბილური და ამას ერქვას დემოკრატია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.