გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
18-29 იანვარს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 14 ლოკაციაზე მოემსახურება

4-01-2021

მიმდინარე წლის 18-29 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 14 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

ადგილი თარიღი მისამართი დრო:

1 ხონი 18.01.2021 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

2 თეთრიწყარო 18.01.2021 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

3 ტყიბული 20.01.2021 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

4 გურჯაანი 20.01.2021 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00

5 ყვარელი 21.01.2021 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00

6 მესტია 22.02.2021 სეტის ქ.# 1 10:00-17:00

7 ახმეტა 22.01.2021 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00

8 ონი 25.01.2021 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00

9 დმანისი 25.01.2021 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00

10 აბაშა 26.01.2021 ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ 10:00-17:00

11 კასპი 26.01.2021 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00

12 მარტვილი 27.01.2021 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00

13 ასპინძა 28.01.2021 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

14 ყაზბეგი 29.01.2021 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930