გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე საიმპორტო ნებართვა დისტანციური ინსპექტირების საფუძველზე გაიცემა

5-01-2021

პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის შეჩერების ან შეზღუდვების პერიოდში, საზღვარგარეთ არსებული ვეტერინარულ-ინსპექტორულ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებზე საიმპორტო ნებართვა დისტანციური ინსპექტირების საფუძველზე გაიცემა. ამას ითვალისწინებს ცვლილებები მთავრობის 426-ე დადგენილებაში, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 11/01/2011,340170000.10.003.016167), რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 6 იანვრიდან შედის.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დადგენილების ამოქმედებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში გახანგრძლივდება ნებართვის ვადა იმ საწარმოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ჩატარებული ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის საფუძველზე ჰქონდა იმპორტის განხორციელების უფლება ერთი წლის ვადით და ეს ვადა ამოიწურა 2020 წლის პირველი მარტიდან ამ დადგენილების ამოქმედებამდე პერიოდში.

აღნიშნული ცვლილების მიზანია პანდემიის პირობებშიც განხორციელდეს უწყვეტი კონტროლი, რაც ადგილობრივი ბაზრის და უვნებლობის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930