გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეხანძრე-მაშველები მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძრის ქრობის სამუშაოებს განაგრძობენ

5-01-2021

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 04.01.2021 09:00 საათის შემდეგ, შემოსულია 136 შეტყობინება ტყისა და მინდვრის ხანძრების შესახებ. მათგან 116 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 17-ზე მიმდინარეობს აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისთვის ცეცხლის კერებთან იმყოფება 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

სამეგრელოში - დაფიქსირდა 96 კერა, მათგან 84 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 9 კერაზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

იმერეთში - დაფიქსირდა 26 კერა, მათგან 22 ლიკვიდირებულია, 4 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში - დაფიქსირდა 4 კერა, მათგან 2 ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - დაფიქსირდა 3 კერა, მათგან ერთი ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

გურიაში - დაფიქსირდა 7 კერა, მათგან ყველა ლიკვიდირებულია.

უწყების ინფორმაციით, ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არც ერთ შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სამეგრელოში დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც ლიკვიდირებულ მინდორზე ხელახლა გაჩნდა ხანძარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ტყის მასივებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს.

საქართველოს მასშტაბით ხანძრების ქრობის საკოორდინაციო სამუშაოებში პირადად არის ჩართული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მის მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და ადმინისტრირების სამმართველოს უფროს გიორგი გერგაულთან ერთად. ცენტრიდან, ვიდეო ზარების მეშვეობით ხდება ინფორმაციის დამუშავება და კოორდინაცია. სამეგრელოში, სადაც ყველაზე მეტი კერაა, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი, მის მოადგილე ლაშა თვაურთან ერთად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930