გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეხანძრე-მაშველები ხანძარს 11 ლოკაციაზე აქრობენ

6-01-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური ტყის და მინდვრის ხანძრების ქრობას აგრძელებს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

სამეგრელო:

წალენჯიხა, სოფელი ჯაღირა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 ერთეული სახანძო- სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

ჯვარი, სოფელი მუჟავა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

წალენჯიხა, სოფელი სქური - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

მარტვილი, სოფელი ბალდა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

იმერეთი:

წყალტუბო, სოფელი ზარათი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე- მაშველთა პირადი შემადგენლობა და 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ხონი, სოფელი ძეძილეთი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველითა პირადი შემადგენლობა.

აჭარა:

ქედა, სოფელი ბზუბზუ - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ცალკეული მხრჩოლავი კერები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია 2 ერთეული სახანძრო-სამაშველი ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი:

ონი, სოფელი ონჭევის და სოფელი წოლას მიმდებარედ - იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისათვის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა შესაბამისი ინდივიდუალური სახანძრო სპეც-აღჭურვილობით.

ცაგერი, სოფელი ჩქუმი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებულებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

ცაგერი, სოფელი ლაილაში - კლდოვან და ქვა-ღორღიან მთაზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ამ დროისთვის, ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა ქვეითი შემადგენლობა და 1 სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

შიდა ქართლი:

კასპი, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მოყინული და დაზიანებული გზის საფარის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა.

ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია.

ამ დროისთვის ყველა კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მზადყოფნაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ტექნიკა ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში, თუმცა ამ დროისთვის არც ერთ კერაზე საჭიროება არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930