ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა
6-01-2021
მიმდინარე წლის 6 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2998 შეადგინა.