6-01-2021
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.
„ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს პრესტიჟულ ჯილდოს - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულს!
დიდი მადლობა ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ქართველი მეცენატის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის, დაფასებისათვის!
ამ ორდენის დევიზია „ღირსება და სამშობლო“ - ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება მის განვლილ ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით.
მომავალშიც ვუსურვებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ნაყოფიერ საქმიანობას და საერთო გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.