გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა ახვლედიანი: დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში გვაქვს

8-01-2021

„სამწუხაროდ, ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით და აქედან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კომუნიკაცია არის ორმხრივი, თუმცა ვერ გავასაჯაროვებთ ამ დიალოგის დეტალებს.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეგულარულად და ინტენსიურად მინდინარეობს ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე, არა მხოლოდ გამყოფი ხაზის მიღმა, არამედ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამ კუთხით ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროგრამას და მექანიზმს, რაც შეეხება ჯანდაცვას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამასთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ადგილზე უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამარტივება. ჩვენ კოვიდ პანდემიის პირობებშიც კი, განსაკუთრებით აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი არაფორმალური კომუნიკაციის გზით მიაღწიეთ პროგრესს და ამ კუთხით წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებიც დავაგროვეთ. შევძელით გადმოგვეყვანა 1000-ზე მეტი სტუდენტი, რომელმაც შეუფერხებლად განაგრძო განათლება კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ გაჩერებულა აფხაზეთის მოსახლეობისთვის რეფერალური ჯანდაცვის პროგრამით უზრუნველყოფა. ასევე, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ რეგიონს კოვიდ 19-თან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე, ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება ანალოგიური დახმარების გაწევა, მათ შორის ახალგორში მყოფი ჩვენი მოსახლეობისთვის, რაც სამწუხაროა“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930