გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში

11-01-2021

ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს ,,ქართული ოცნების" წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი აფასებს. მისი განმარეტბით, ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ირაკლი ჩიქოვანი ყურადღებას გატარებულ რეფორმებზე და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსზე ამახვილებს.

„ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მოვიდა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და სჭირდებოდა ახალი ძალა, რომელიც მაშინ არსებულ ძალადობრივ რეჟიმს შეცვლიდა, მთავარ პრიორიტეტად მოქალაქეს დააყენებდა და საზოგადოების კონსოლიდაციას მოახდენდა.

ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ რეფორმებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევრო-ატლანტიკური მიზნების განხორციელებას.

თვალსაჩინოა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედება, რომელიც ათეული წლებია - საქართველოს, ქართულ იდენტობას კულტურას, მეცნიერებას, სპორტს ეხმარება და უამრავი სახელმწიფოებრივი პროექტის ავტორია.

ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს წინაშე გაწეული საქმიანობა პატრიოტობის თვალსაჩინო მაგალითია. წარმატებებს ვუსურვებ მას და მის ოჯახს“ - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930