გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ჩაეყრება საფუძველი საპარლამენტო რესპუბლიკის გამყარებას და გაძლიერებას

12-01-2021

„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ჩაეყრება საფუძველი რეალურად საპარლამენტო რესპუბლიკის გამყარებას და გაძლიერებას“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა.

„ყოველთვის იყო ბრალდება და კრიტიკა, რომ ერთი კაცი მართავს მთელ სახელმწიფოს. მეორეს მხრიდან ვისმენთ - რატომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი. ბატონ ბიძინას წერილში ნახსენებია, რომ არცერთ შტოს და არცერთ ადამიანს არ აქვს ზედმეტი ძალაუფლება,“ - აღნიშნა მან.

„რეალურად გზა აქვს გახსნილი ყველა პარტიას, ვისაც უნდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. გადატრიალება და რევოლუციის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, ისეთი სისტემა დატოვა ბიძინა ივანიშვილმა. გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო დიდი ეფექტი ექნება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ვიდრე დღეს ამას ჩვენ რეალურად აღვიქვამთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930