12-01-2021
„კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იყო შიდაპარტიული კონსულტაციები და პოლიტსაბჭომ ის თავმჯდომარის პოზიციაზე წარადგინა - ირაკლი კობახიძეს აქვს ჩვენი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენა, ეს არის კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“.
„ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, ვინც უკვე წლების განმავლობაში მონაწილეობს პარტიული ინფრასტრუქტურის შექმნაში, მას აქვს არაერთი არჩევნების კამპანიის მართვის გამოცდილება, არაერთ გამარჯვებაში აქვს პირადი წვლილი შეტანილი. ძალიან პრინციპული, განათლებული ადამიანია და ამიტომ ვფიქრობ, რომ ის იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ღირსეული თავმჯდომარე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე განმარტებით, პარტიის ახალი თავმჯდომარის დამტკიცებას 400 დელეგატის მხარდაჭერა სჭირდება.