გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოლიმპიურ, პარალიმპურ და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებული სპორტსმენების სტიპენდია გაორმაგდა

15-01-2021

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოლიმპიურ და პარალიმპურ ჩემპიონებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს ყოველთვიური სტიპენდია გაუორმაგდათ და დღეიდან 2000 ლარს მიიღებენ.

ასევე, სტიპენდიანტთა ჩამონათვალს დაემატებიან ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პრიზიორები – ვერცხლის მედლის მფლობელებს 800, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ. გარდა ამისა, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებულებს ყოველთვიურ სტიპენდიად დაენიშნებათ 800, ხოლო ევროპის ჩემპიონებს 400 ლარი.

სპორტსმენთა სტიპენდიების ზრდის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას დეკემბერში ისაუბრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სამთავრობო გეგმის ფარგლებში.საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტიადა მისი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
"საქართველოს მთავრობისმიერ მიღებული დადგენილება ორმაგად მნიშვნელოვანია 2021 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გათვალისწინებით. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიო უმასპინძლებს პანდემიის გამო ერთი წლით გადადებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ტოკიოშივე, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება პარალიმპური თამაშები. წელსვე, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მიერ ჩანიშნულია ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები არაერთ ოლიმპიურ სპორტის სახეობაში, რაც ჩვენს სპორტსმენებს წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მიიღონ ყოველთვიური სტიპენდია" - აცხადებენ სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930