გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნულ არქივში გამოფენა-"ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100წლისთავი" გაიხსნა

25-04-2018

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა პოლონურ-ქართული ისტორიკოსთა კომისიის მეორე საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა „ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100წლისთავი".

ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა გახსნეს.

ამიერკავკასიის საუკუნისწინანდელი ისტორიის შესახებ კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ქართველი და პოლონელი ისტორიკოსები: დავით ყოლბაია, ვლოდიმირ სულეია, ვოიცეხ მატერსკი, ოთარ ჯანელიძე, ჰენრიკ პაპროკი, დიმიტრი სილაქაძე, გიორგი მამულია, მიხეილ ბახტაძე, ბექა კობახიძე და სხვები.

ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს - სეიმისა და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი გავიდა.

გამოფენა და კონფერენცია ნაწილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი 2018 წელს ატარებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ამიერკავკასიის სეიმისა და ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ არქივში დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ფოტოები.

გამოფენის გახსნის პარალელურად გაიმართა ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალის -,,პრო გეორგიას" ახალი ნომრის პრეზენტაცია.

გამოფენა „,ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი" 3 მაისამდე გაგრძელდება

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031