20-01-2021
მაიორი ხიჟნიაკი, რომელიც საბჭოთა კავშირის უძლიერესი დაზვერვის შემქნელის, ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ მის საკანს დარაჯობდა, გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეც" - თან ინტერვიუში, საბჭოთა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის ბოლო წუთებს იხსენებს.
"დახვრეტას ესწრებოდნენ შვერნიკი, მიხაილოვი და კიდევ რამდენიმე ამხანაგი. დახვრეტის განაჩენი კი გენერალ ბატიცკის უნდა აღესრულებინა" - იხსენებს მაიონი ხიჟნიაკი.
მაიორი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ლავრენტი ბერია დახვრეტის წინ სპეციალურ ფარზე ხელებით მიაბა. მისივე თქმით, მან დააპირა ბერიასთვის თვალებიც აეხვია, თუმცა გენერალმა არ დაანება.
- დაე, თვალხილული მოკვდეს, უთხრა მას ბატიცკიმ.
ხიჟნიაკმა პირსახოცი მოხსნა. ამ დროს ბერიას თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა და მაიორს ხელზე დაეცა. ხიჟნიაკს უნებლიედ გული შეეკუმშა, შეეცოდა სასიკვდილოდ განწირული კაცი.
- აბა, წარმოთქვა ბატიცკიმ, - დროა!
ხიჟნიაკმა და სხვებმა უკან დაიხიეს. გენერალმა ბატიცკიმ რევოლვერი შემართა. გაისმა გასროლა. ბერიამ ამოიკვნესა და ფარზე ჩამოეკიდა.
- ბერიას სხეული ბრეზენტში გაახვიეს, ისხენებს ხიჟნიაკი, - ამ დროს გული წამივიდა. გონზე მოსულს კი გენერალი ბატიცკი ტრადიციული რუსული გინებით გაუმასპინძლდა.
წყარო: "მოსკოვსკი კომსომოლეცი"; "კვირის პალიტრა"