გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ვერტმფრენიდან ვხედავდი ეზოში ბავშვი გარბოდა, არ შემეძლო ამ სახლებისთვის მესროლა - პილოტი, რომელმაც 2006 წელს კოდორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე უარი თქვა

22-01-2021

საქართველოს შეიარაღებული ძალების პილოტი იმედა მაისურაძე, რომელმაც თავის კოლეგებთან ერთად კოდორის ხეობაში, სოფელ ჩხალთას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე უარი თქვა, 2006 წლის მოვლენებს იხსენებს.


აღნიშნული მასალა გაზეთმა "ასავალ - დასავალმა" გამოაქვეყნა:


"2001 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შვეულმფრენის პილოტი ვიყავი. 2006 წლის ზაფხულში, ორფოლოს ბაზაზე წვრთნების დასრულების შემდეგ სენაკის ბაზაზე ვიმყოფებოდით. ესკადრილიაში 6 საბრძოლო ვერტმფრენი "მი 24", რამდენიმე "მი 8" და "იროკეზი" გვქონდა. ისეთი შეიარაღება გაგვაჩნდა, გვეგონა, წვრთნების დასრულების შემდეგ აფხაზეთში უნდა შევსულიყავით და ვერც კი წარმოგვედგინა, თუ კოდორის ხეობის დასაბომბად გაგვიშვებდნენ.


მე პირადად "ნურსის" ტიპის რაკეტების 4 ოციანი ბლოკი და 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი მქონდა, რომელშიც 250 ჭურვი იყო. სენაკის ბაზაზე ყველა "მი 24"-მა მივიღეთ დავალება, გავფრენილიყავით სოფელ ჩხალთაში და ყველაფერი "დაგვედუღებინა", ანუ ჩხალთა მიწასთან გაგვესწორებინა, დაგვეწვა და გადაგვებუგა ყველაფერი...


ამან აღგვაშფოთა და დავინტერესდით, ვისთან უნდა გვებრძოლა, იყო თუ არა იქ მშვიდობიანი მოსახლეობა და რატომ უნდა გვესროლა მათთვის?


ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები ჩვენგან ბრძანების უსიტყვოდ შესრულებას ითხოვდნენ.


სენაკის აეროდრომიდან დილის 10 საათზე ავფრინდით, ხეობაში 40 წუთში ჩავფრინდით და ჩხალთისკენ გავემართეთ. მიწიდან არავითარი წინააღმდეგობა ან სროლა არ ყოფილა. ვხედავდით, ბაჩო არღვლიანის სახლთან ადამიანები მიმორბოდნენ. მე კლდეს ვესროლე რამდენიმე ჭურვი. ჩემი თვალით დავინახე სახლებზე გადმოკიდებული თეთრი ზეწრები. ერთ ეზოში ბავშვი გარბოდა, დედა დაეწია და სახლისკენ შეაბრუნა. მე არ შემეძლო ამ სახლებისთვის მესროლა. ასევე მოიქცნენ სხვა ბორტების პილოტებიც.


როცა სენაკის ბაზაზე დავბრუნდით, უკვე იცოდნენ, რომ არცერთი სახლი არ დავადუღეთ. სულ მოღალატეები გვეძახეს, საწვავი ჩაგვისხეს და ასე ჩხუბით, განმეორებით გაგვგზავნეს ჩხალთის დასანგრევად. არც მეორედ გვისვრია სახლებისთვის. უკან დაბრუნებულები კი ფოთში, სამხედრო საპყრობილეში წაგვიყვანეს" - განაცხადა მაისურაძემ.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930