28-01-2021
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, გივი თარგამაძის განცხადებით, 2007 წელს მის მიერ ნათქვამი ცნობილი ფრაზისთვის - "სულს ამოგხდით", ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
ამის შესახებ თარგამაძემ გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"არ მოვიხდი ბოდიშს ჩემ ფრაზაზე "სულს ამოგხდით"! ასევე "იმედში" შევარდნაზე, რადგან, იმის მიუხედავად, რომ ამით ყველაზე მეტად ჩვენ დავზარალდით, ეს აუცილებლობად მიმაჩნდა და მიმაჩნია.
ეს ფრაზა - "სულს ამოგხდით" იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც მას საკუთარ თავზე იღებს. კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ - ვისაც ამ ქვეყანაში რუსული დროშების ფრიალი სურს, ყველას სულს ამოვხდი" - განაცხადა თარგამაძემ.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით