გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სააკაშვილი: ივანიშვილის ქონება საბანკო ვალების გასასტუმრებლად გვჭირდება

25-04-2018

"საქართველოში ჩემი სისუსტე იყო, რომ ივანიშვილმა ჩემს დროს არ გადაიხადა 1 მილიარდის გადასახადები. ჩვენს პირობებში მოხდა ამ მონსტრის კიდევ უფრო გაძლიერება. ოლიგარქები თუ არ ამოიძირკვა, ისე ხალხი ვერ გაიხარებს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.


"საქართველოში გაიმარჯვებს ის ადამიანი, ვინც არ გაიყიდა ივანიშვილის ფულზე. ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშორების შემდეგ, იმისთვის რომ საბანკო ვალები გავისტუმროთ და შევქმნათ საკრედიტო ფონდი, გვჭირდება ივანიშვილის ქონების წამოღება, მისი უჩასი და შმაგის, ჯგუფის რომელიც მასთან ერთად არის, "თიბისი"-ს უსამართლოდ მითვისებული ფული, იგივე "საქართველოს ბანკი" რასაც აკეთებს, ამათგან შექმნა საკრედიტო ფონდის, მათი ზემოგებების მოსპობა.


5 მილიონი დოლარი აქვს ბანკის დირექტორს ხელფასი, წარმოიდგინეთ 15 ათასი პენსიონერი რასაც იღებს, იმდენს იღებს 1 კაცი, ეს უსამართლობა უნდა დამთავრდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




IPRESS.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930