გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: „ენგურჰესის" რეაბილიტაციის შემდეგ ელექტროენერგიის არსებულ გამომუშავებას სულ მცირე, 100 მილიონი კილოვატი დაემატება

6-02-2021

„ენგურჰესი" არის ჩვენი ჰიდროენერგიის ყველაზე დიდი წყარო, რომელიც ასაზრდოებს საქართველოს და ელექტრობაზარს დიდი მოცულობით - 40 – 50 პროცენტით აწვდის ჰიდრორესურსებს. ეს არის ძალიან ძვირფასი ენერგია ჩვენთვისაც და ჩვენი აფხაზი ძმებისა და დებისთვის, რადგან „ენგურჰესი" არის ჩვენი საერთო სიმდიდრე, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს" - ეს შეფასება ნათია თურნავამ „ენგურჰესის" სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მედიისთვის მიცემული კომენტარისას გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, 15 კილომეტრიან გვირაბში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შემცირდება წყლის ჟონვა (დროთა განმავლობაში გვირაბში ჩნდება ნაპრალები და წყალი იკარგება), რის შედეგადაც, სულ მცირე, 100 მილიონი კვტ. დაემატება ჰესის არსებულ გამომუშავებას.

„ენგურჰესი" არის უნიკალური ნაგებობა და დღესაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი კაშხლების ტოპ-ათეულშია. ჰესი გაშვებულია 70-იანი წლების ბოლოს და მას მერე გვირაბის ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. იყო რამდენიმე რემონტი, მაგრამ დღეს რაც კეთდება, ეს არის მართლაც უახლესი ტექნოლოგიები. სამუშაოებს ატარებს ქართული კომპანია, პროცესში ასევე ჩართულები არიან გერმანელი და სხვა ქვეყნების სპეციალისტები. სამუშაოებზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი და მათი უმრავლესობა ამ რაიონის მაცხოვრებლები არიან" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დაგეგმილია, რომ დასრულდეს მიმდინარე წლის მაისის დასაწყისამდე, რადგან ამ დროს იმატებს წყლის რესურსები და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყოს „ენგურჰესმა" ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე გაზრდილი სიმძლავრით.

„მანამდე წყალი არის ყველაზე დაბალი და ყველაზე სწორი დრო იქნა შერჩეული იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი ბაზარი არ დაზარალდეს, მეორე მხრივ კი იმისთვის, რომ ეს უნიკალური ნაგებობა განახლდეს და კიდევ მრავალი წელი მოემსახუროს საქართველოს მოსახლეობას" - განაცხადა მინისტრმა.

„ენგურჰესში" ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდნენ სამეგრელო- ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსი ჯონი ჭანია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930