გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
24 საათში ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

8-02-2021

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 8 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 887 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 262 228-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 254 350-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 298 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 32, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 13, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 554, საიდანაც: 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 032, აჭარაში - 183, იმერეთში - 449. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 499 პირი, მათ შორის, თბილისში - 211, აჭარაში - 48, იმერეთში - 121. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134 პირი, მათგან თბილისში - 99, აჭარაში- 5, იმერეთში - 15. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 118 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, ხოლო აჭარაში - 133.

სულ 6 ოქტომბრიდან - 7 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 649 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 531 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 019 პირი, აჭარაში - 739, იმერეთში - 1 408", -განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930