გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1-29 მარტს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე მოემსახურება

26-02-2021

მიმდინარე წლის 1-29 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის ცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებულიპუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების ცნობის გაცემა და ა.შ.

1 ტყიბული 01.03.2021 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

2 ლენტეხი 02.03.2021 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00

3 დუშეთი 04.03.2021 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00

4 ხონი 04.03.2021 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

5 ლანჩხუთი 05.03.2021 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00

6 ვანი 09.03.2021 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

7 გურჯაანი 09.03.2021 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00

8 ბაღდათი 10.03.2021 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00

9 ყვარელი 10.03.2021 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00

10 ახმეტა 11.03.20.21 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00

11 ყაზბეგი 12.03.2021 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

12 აბაშა 15.03.2021 ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-სწინ 10:00-17:00

13 კასპი 15.03.2021 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00

14 მარტვილი 16.03.2021 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00

15 ქარელი 16.03.2021 თამარ მეფის ქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

16 ცაგერი 17.03.2021 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00

17 ადიგენი 17.03.2021 თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

18 ონი 18.03.2021 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00

19 ასპინძა 18.03.2021 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

20 ნინოწმინდა 19.03.2021 პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

21 საჩხერე 22.03.2021 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

22 მარტყოფი 23.03.2021 მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

23 თეთრიწყარო 24.03.2021 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

24 ყაზბეგი 26.03.2021 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

25 დმანისი 29.03.2021 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930