გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლისა და გმირთა მემორიალის საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

2-03-2021

ქალაქ ახალციხეში, გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ესკიზისა და „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად გამოცხადებული კონკურსები დასრულდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში, საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, რომლის დათვალიერება 10 მარტის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსის ფარგლებში 13 ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი, ხოლო „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ შესარჩევ კონკურსში 8 ესკიზი.

გამოფენა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, კულტურისა და განათლების სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

საკონკურსო კომისია მიმდინარე წლის 10 მარტს გამოავლენს გამარჯვებულებს, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მონაწილეებს კი ფულადი პრიზები გადაეცემათ. კონკურსები თბილისის სკულპტორთა და არქიტექტორთა ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი V ბრწყინვალე- დემეტრე II თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ძეა,რომელიც სამცხეში, თავისი პაპის მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელის კარზე იზრდებოდა.

გიორგი ბრწყინვალეს მეფობის პერიოდში აღდგა საქართველოს ერთიანობა, განმტკიცდა სამეფო ხელისუფლება და აღორძინდა მონღოლთა ბატონობისგან დაქცეული ქვეყანა. სწორედ ამიტომ მადლიერმა შთამომავლობამ მას "ბრწყინვალე" უწოდა. გამომდინარე ზემოთთქმულიდან, საზოგადოებაში გაჩნდა იდეა და სურვილი, რომ სწორედ ახალციხეში განთავსებულიყო მეფე გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი. რაც შეეხება, სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალს,მისი მოწყობაც ასევე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით გადაწყდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930