გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჯუანშერ ბურჭულაძესთან გამართულ საუბარს ტვიტერზე გამოეხმაურა

4-03-2021

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან გამართულ სატელეფონო საუბარს საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა.

„პროდუქტიული საუბარი მქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან. აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. თავდაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვნად აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ერთგულია უსაფრთხოების საერთო ინტერესების განმტკიცების“ - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728