31-03-2021
ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერანდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს მის სიცოალურ ქსელში ეხმაურება.
"დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ეს გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია.
საგულისხმოა, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება მათი არჩევანიცაა და ეს ისევე უნდა გვახსოვდეს, როგორც ის, რომ ჩვენი ეს რეგიონები ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.
სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს.
30 წელი გავიდა სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებიდან... " - ფანაცხადა გიორგი გახარიამ.