გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევისას მძღოლებიც დაჯარიმდებიან

1-05-2018

2018 წლის 1 მაისიდან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევა აიკრძალება. სიგარეტის მოწევა დაუშვებელი იქნება ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატარღისა. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.

კანონის თანახმად, სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 1000 ლარით. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება.

რაც შეეხება რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობას, ჯარიმა 500 ლარით, განმეორებისას კი 1000 ლარით განისაზღვრება. ფიზიკური პირი საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევისას პირველ ჯერზე 50 ლარით, განმეორებისას კი 100 ლარით დაჯარიმდება. 

ცვლილება შეეხება ქვეყნის მასშტაბით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის რუსთავში არსებულ მუნიციპალურ ავტობუსებს, შიდასაქალაქო კერძო მიკროავტობუსებსა და რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამარშუტო ტაქსებს. 

შეგახსენებთ, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო და ის  ძალაში მიმდინარე წლის 1 მაისიდან შევა. კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას გულისხმობს. 

თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის გამო ჯარიმას ადგილზე გამოწერენ.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930